პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გასაწევრიანებლად სამხრეთ ევროპაში ვიზიტების სერიას იწყებს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა სამხრეთ ევროპაში – პორტუგალიასა და იტალიაში, ვიზიტების სერიას იწყებს, რათა აღნიშნული ქვეყნების ლიდერები დაარწმუნოს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირონ.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დუდასთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა უნდა წასულიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

პოლონეთის პრეზიდენტი ჯერ პორტუგალიაში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრს ანტონიო კოსტას შეხვდება, ხოლო შემდეგ იტალიაში გაემგზავრება და ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები