ამერიკის პოლიციამ სახლიდან გაქცეული 68 – კილოგრამიანი კუ დაიჭირა

საინფორმაციო სააგენტო ,,ABC – ნიუსის“ ინფორმაციით, კალიფორნიის შტატის ქალაქ ალჰამბრის პოლიციელებმა ნამდვილი სამძებრო ხასიათის ოპერაცია ჩაატარეს და დაიჭირეს სახლიდან გამოქცეული 68 კილოგრამიანი კუ. შემთხვევის ადგილზე  ორი პოლიციელი გავიდა, რომლებმაც სამძებრო სამუშაობის ჩასატარებლად სოციალურ ქსელს მიმართეს და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება სთხოვეს. ბევრი ენთუზიასტი გამოეხმაურა პოლიციელთა შეთავაზებას და კუს ძებნა დაუწყო. 68 -კილოგრამიანი ქვეწარმავალი  ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობის დროს იპოვეს და მშვიდობიანად დააბრუნეს სახლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები