თბილისის ზოოპარკში ლომი ბოკვერებს „ღრიალში ამეცადინებს“
თბილისის ზოოპარკში ლომი ბოკვერებს „ღრიალში ამეცადინებს“. დღეს ვოლიერში ბოკვერები იმეორებდნენ მამის ქცევას, ღრიალს, გაბრაზებას..
ფოტოზე აღბეჭდილი სიამტკბილობა ბუნებაში ხშირად ირღვევა. ბუნებაში ხვადები თავის ყოველდღიურობას სულ ბრძოლაში ატარებენ და, როგორც წესი, ამგვარი შეტაკებების დროს სერიოზულად აზიანებენ ერთმანეთს. ხშირად კონფლიქტები სიცოცხლის ფასადაც უჯდებათ და არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის… თავკაცობას ლომები ბრძოლით მოიპოვებენ. გამარჯვებული მამრი კი „გამეფებისთანავე“ კლავს დამარცხებული „მეფის“ ძუძუმწოვარ ბოკვერებს.