“ბურთი კიევის მოედანზეა” – ლავროვმა პუტინის და ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობა შეაფასა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აზრით, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრამდე აუცილებელია რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების გუნდების მუშაობის განახლება და ამ კონტექსტში “ბურთი კიევის” მოედანზეა.

ამის შესახებ მან ანკარაში თურქ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ზელენსკის სურს შეხვედრა შეხვედრისთვის. მას შვიდი პარასკევი აქვს… ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ჯერ აუცილებელია,  მოლაპარაკების გუნდებმა განაახლონ მუშაობა – ბურთი თითქმის ორი თვეა, უკრაინელების მოედანზეა“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები