“მარცვლეულის საკითხზე რუსეთი მზად არის, სტამბოლში ოთხმხრივი შეხვედრა გამართოს”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, სტამბოლში, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის საკითხზე ოთხმხრივი შეხვედრა გამართოს – გაერო-ს, თურქეთის და უკრაინის მონაწილეობით.

ამის შესახებ მან ანკარაში თურქ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“სტამბოლში დამატებით შეხვედრებს რაც შეეხება – ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრებისთვის. ჩვენ ვაფასებთ გაერო-ს ინტერესს, რომ რამენაირად ჩაერთოს პროცესში, დააფიქსიროს ყოფნა. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს, რაღაც სიმბოლიზმის გარდა, არაფერს მატებს”, – თქვა ლავროვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები