ბორის ჯონსონი: უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით,  უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს რუსეთთან ცუდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

მისი თქმით, ცუდი სამშვიდობო შეთანხმებები დიდ ხანს არ გრძელდება.

ამასთან, როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით წინა პლანზე დარჩება.

„მსოფლიომ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი შედეგი, რომელმაც შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ პუტინის დაუსაბუთებელმა აგრესიამ შედეგი გამოიღო“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები