ქართულ ინოვაციებს საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში ინდონეზიის დელეგაცია თბილისის იუსტიციის სახლში გაეცნო

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრს, ჯაჰიო კუმოლოს, დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა უმასპინძლეს.

უწყების ცნობით, თამარ ტყეშელაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებისა და სერვისების გაცემის პროცედურის შესახებ.

“ინდონეზიის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმების გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრმა, ჯაჰიო კუმოლომ ხელი მოაწერეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები