საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „შარქ თენქ საქართველოს“ შარქებს შეხვდნენ

საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუდენტებისთვის საინტერესო შეხვედრების ორაგნიზებას. ბანკის მხარდაჭერით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „შარქ თენქ საქართველოს“ შარქები: პავლე მგელაძე და დაჩი ჭოლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. გამოცდილმა შარქებმა ისაუბრეს პროექტ „შარქ თენქ საქართველო“- ზე, მის მიზანსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც გადაცემის მონაწილეებს ეძლევათ.

ამას გარდა, პავლე მგელაძემ და დაჩი ჭოლაძემ მიმოიხილეს სტარტაპ ეკოსისტემა და არსებული გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიოში ტექნოლოგიური სტარტაპების ირგვლივ არსებობს. დაჩი ჭოლაძემ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება საქართველოში შექმნილ სტარტაპზე, რომელსაც შეუძლიათ მასშტაბირება და გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. შეხვედრას ლიმონ10 -ის წამყვანი, ნიკოლოზ გოგოჭური უძღვებოდა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები