ირაკლი ანთაძე: ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება
მთავარი აქცენტი ერგნეთში დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ.
„შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა ინციდენტს, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მოხდა. ასევე მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ალან გაგლოევი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გავაპროტესტებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც აქტიურ ფაზაშია, განსაკუთრებით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გასწვრივ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ”, – განაცხადა ირაკლი ირაკლი ანთაძემ.