რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 263 ბავშვი დაიღუპა.
განახლებულ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
7 ივნისის მდგომარეობით, 730-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
აღინიშნება, რომ რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებები დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გრძელდება.
ბავშვებში ყველაზე მეტი მსხვერპლია დონეცკის ოლქში – 190, კიევის ოლქში- 116, ხარკოვის – 112, ჩერნიგოვოს – 68, ლუგანსკის – 53, ხერსონის – 52, მიკოლაევის – 47, ზაპოროჟიეს – 29, სუმის – 17, ასევე ქალაქ კიევში – 16, ჟიტომირში – 15.
ასევე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მუდმივი დაბომბვის გამო 1940 სასწავლო დაწესებულებაა დაზიანებული. ამასთან, მათგან 184 მთლიანად განადგურდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge