დანგრეული მარიუპოლი ქოლერის ეპიდემიის საფრთხის წინაშეა, სადაც დღეს ცენტრალიზებული წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემაა მოშლილი, ქუჩები სავსეა ნაგვით და ფეკალიებით, ყველა ეზოში სამარხია, ნანგრევების ქვეშ კი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებია, რომლებიც სიცხის გამო სულ უფრო იხრწნება.
ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოში განაცხადეს.
აღინიშნება, რომ ამ პირობებში თუ არ მოხდა ქალაქიდან დარჩენილი ადამიანების გაყვანა, ქოლერის ეპიდემიას შესაძლოა, ათიათასობით ადამიანი შეეწიროს.
ასევე, ხაზგასმულია, რომ ქალაქში მედიკამენტები არ არსებობს, დაბომბვის შედეგად კი – განადგურდა საავადმყოფოები, ზღვა და წყალსაცავები მუდმივად დაბინძურებულია გვამური წყლებით და კანალიზაციით.
“ყველა ეს ფაქტორი ქოლერის ეპიდემიის დაწყების საფრთხეს ქმნის, რაც გამოიწვევს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, სიკვდილიანობას 10%-მდე შემთხვევებში, ხოლო სისტემური მკურნალობის გარეშე დაავადება 60%-მდე სიცოცხლეს შეიწირავს”, – აღნიშნეს ადმინისტრაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge