“რუსებმა მიკოლაევში უკრაინის მარცვლეულის სიდიდით მეორე ტერმინალი გაანადგურეს” – ჟოზეფ ბორელი

რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევში მდებარე, უკრაინის მარცვლეულის სიდიდით მეორე ტერმინალი გაანადგურეს.

ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეფ ბორელმა განაცხადა, – წერს CNN.

“მორიგი რუსული სარაკეტო იერიში, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ჯარებმა უკრაინის მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს, რომელიც მიკოლაევში მდებარეობს”, – ამბობს ბორელი.

დიპლომატის თქმით, აღნიშნული სარაკეტო იერიში ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ დაპირებებს, რომ უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხო დერეფანი მოეწყობოდა.

„დეზინფორმაცია, რომელსაც პუტინი ბრალდებების გასაქარწყლებლად ავრცელებს, სულ უფრო ცინიკური ხდება“, – აცხადებს ბორელი.

მიკოლაევის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 4 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა მარცვლეული საწყობები დაბომბეს, რომელთა ქრობის პროცესი თითქმის 6 ივნისამდე გაგრძელდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები