“მზად ვართ, მაგრამ უსაფრთხოების დერეფანი გვჭირდება” – ზელენსკი მარცვლეულისთვის პორტების გახსნაზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იარაღით უკრაინის მომარაგება საუკეთესო გარანტიაა პორტების განაღმვისთვის.
“იარაღები, რომელთა განთავსებასაც რეგიონში შევძლებთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მივიღებთ გემსაწინააღმდეგო სისტემებს. ეს არ არის საფრთხე. ეს იქნება საუკეთესო გარანტიები (პორტებისთვის გამნაღმისთვის)”, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.
მისივე თქმით, თურქეთი შესაძლოა, იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინის პორტების ბლოკადის მოხსნაში მიიღებენ მონაწილეობას.
“მზად ვართ მარცვლეულის ექსპორტისთვის და ვარღვევთ რუსეთის რიტორიკას, რომ თითქოს არ გვინდა მისი ექსპორტი და სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ვახდენთ. მზად ვართ, მაგრამ უსაფრთხოების დერეფანი გვჭირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.