ზელენსკიმ რუსეთის ტყვეობაში მყოფი “აზოველების” რიცხვი დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობაში 2 500 მებრძოლია, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა “აზოვსტალში” აიყვანეს.

მისი ინფორმაციით, მათი გათავისუფლების საკითხით ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო არის დაკავებული.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ რუსული მხარისთვის “აზოვსტალელების” წინააღმდეგ წამების გამოყენება არამომგებიანია, რადგან ისინი „საჯარო პატიმრები“ გახდნენ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სერიოზულად არ ეკიდება რუსეთის ხელისუფლებისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლების განცხადებებს “ჩვენი მებრძოლების მომავალ ბედთან დაკავშირებით, რადგან ამ გზით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის პოპულარიზაციას”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები