რუსეთში არ გამორიცხეს, რომ უკრაინაში შესაძლოა, კუხო-ს ჯარები შევიდნენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ძალების შეყვანის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მისი თქმით, „არ არის გამორიცხული, რომ “კუხო-ს ქვეყნების მშვიდობისმყოფელები” იყოს მოთხოვნადი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

მან ასევე განაცხადა, რომ კრემლი, “სავარაუდოდ, არ დაეთანხმება” ამ ტერიტორიებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მშვიდობისმყოფელების გამოჩენას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები