ლუკაშენკო – რუსეთის პატრიარქს: სიმართლე ჩვენს მხარეზეა
რუსეთის პატრიარქი – კირილი სამდღიანი ვიზიტით მინსკში ჩავიდა, რომელიც ბელორუსის მიწებზე მართლმადიდებლობის 1030 წლის იუბილეს ემთხვევა.
ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ვიზიტი “კარგი ნიშნად” შეაფასა.
“რთული დროა და რა კარგია, რომ თქვენს მიწაზე ჩამოხვედით. ჩვენი ხალხისთვის ეს კარგის ნიშანია. ერთიანობის, სოლიდარობის ნიშანია ამ ბოროტი ძალების წინაშე, როგორც ჩვენი უფალი ამბობს. დამიჯერეთ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა. ის ყოველთვის უფრო ძლიერია და ჩვენ გავუძლებთ ნებისმიერ ზეწოლას, როგორიც უნდა იყოს ის. თუნდაც, აჯანყების ან რაიმე სახის ჰიბრიდული ომების სახით, ან თუნდაც ცხელი ომების. ჩვენ გავუძლებთ. ჩვენი ცივილიზაციის გარეშე პლანეტა ვერ იარსებებს“, – თქვა ლუკაშენკომ.