“თურქეთის პრიორიტეტი სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობაა” – ჩავუშოღლუ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, “ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობის მხარდაჭერა თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპია”.
მისი თქმით, 27 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
ჩავუშოღლუს თქმითვე, თურქეთი ცდილობს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ბუნებრივი აირის საკითხში ევროპის ქვეყნებს ნაკლები ზიანი მიაყენონ.
მისივე თქმით, ამ საკითხში აზერბაიჯანმაც აიღო თავზე დიდი პასუხისმგებლობა.