ლატვიაში ყველა რუსული ტელეარხის ტრანსლაცია აიკრძალა

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ქვეყანაში 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აკრძალა, რომლებიც ამ დრომდე ლატვიელი მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იყო.

ამის შესახებ Delfi წერს.

როგორც NEPLP-ის თავმჯდომარემ, ივარს აბოლინსმა განმარტა, გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე იქნა მიღებული, რომელიც ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში არ შეიძლება, გადიოდეს ისეთ ქვეყანაში რეგისტრირებული პროგრამები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

გადაწყვეტილება 9 ივნისს ამოქმედდება და ძალაში რუსეთის მიერ ყირიმში ომის დასრულებამდე იქნება.

აკრძალვა, მათ შორის, შეეხო ისეთ არხებს, როგორიცაა Illusion+, Kino24, Mir TV, Hunting and Fishing, Pepper, Russian Illusion და სხვა.(Иллюзион+, Кино24, Мир ТВ, Охота и рыбалка, Перец, Русский Иллюзион).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები