ტელეარხი Дождь ეთერში ლატვიიდან ბრუნდება
რუსული ტელეარხი – Дождь (TV Rain) ეთერში ბრუნდება და მაუწყებლობას რიგადან განაახლებს.
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხის მაუწყებლობის ნებართვა დღეს გასცა.
მარტის დასაწყისში რუსულმა დამოუკიდებელმა ტელეარხმა მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა, მისმა მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ და რედაქციის თანამშრომელთა უმეტესობამ ქვეყანა დატოვეს.
არხის გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ მაუწყებლობის შეწყვეტა რუსეთის დუმის მიერ მიღებული “ყალბი ამბების გავრცელების შესახებ” მიღებული კანონით ახსნა.
„დოჟდ“ ლატვიაში რეგისტრირებული არხების სიაში 9 ივნისს გამოჩნდება.