მედია: ესპანეთი უკრაინას “Leopard”-ის 40 ტანკს გადასცემს

ესპანეთის ხელისუფლება უკრაინას “Leopard 2A4”-ის ტანკებს გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “El Pais” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება 40 ტანკს, რომელიც დაკონსერვებული იყო და ახლა მათი რემონტი და ხელახალი კომლექტაციაა საჭირო.

გარდა ამისა, ესპანეთმა უკრაინას შესთავაზა ეკიპაჟის გადამზადება Leopard-ის ტანკებისთვის, რაც შეიძლება ლატვიის ტერიტორიაზე მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები