სოზარ სუბარი: საქართველო დაწინაურებულია ყველა იმ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღონ

“ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს, ამას ყველა ერთხმად ამბობს – ყველა გზა რეფორმების ზუსტ განხორციელებაზე გადის”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო დაწინაურებულია ყველა იმ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

“ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს, ამას ყველა ერთხმად ამბობს. ყველა გზა გადის რეფორმების ზუსტ განხორციელებაზე და იმ სტანდარტების დაკმაყოფილებაში, რასაც ევროკავშირი გულისხმობს. საქართველო არის ყველაზე წინ და დაწინაურებული ყველა იმ კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეიძლება კანდიდატის სტატუსი მიიღონ. იმედი მაქვს, რომ თუკი გადაწყვეტილება იქნება კანდიდატის წევრობის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში საქართველო ნამდვილად არ იქნება მეორე რიგში, რადგან ყველა მონაცემით საქართველო იმსახურებს რომ იყოს ერთ-ერთი პირველი. კანდიდატის სტატუსს საქართველო არა მხოლოდ იმ კრიტერიუმებით იმსახურებს, რომ წინ ვართ ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, არამედ იმსახურებს იმ ბრძოლებით, რაც ჩვენ გადავიტანეთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები