“ჩემი სოლიდარობა უკრაინას” – მერკელი რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა, რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, უკრაინის ომზე ისაუბრა და მას “ბარბაროსობა” უწოდა.
ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, ყოფილმა კანცლერმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, კიევს სოლიდარობა გამოუცხადა.
“ჩემი სოლიდარობა უკრაინას”, – თქვა მერკელმა და დასძინა, რომ მხარს უჭერს გერმანიის მთავრობის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის დახმარებისკენ, ასევე, ვითარების მოგვარების მცდელობაში.
აღინიშნება, რომ ეს განცხადება მერკელმა გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის (DBG) თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე გააკეთა.
Reuters-ის ცნობით, მერკელმა სიტუაციისადმი დამოკიდებულებაზე შეერთებული შტატებისა და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს კრიტიკის ფონზე გამოთქვა, როლებიც მას რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ, მათ შორის, “ჩრდილოეთ ნაკად2”-ის მხარდაჭერისთვის.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge