მეუფე იაკობი – სააკაშვილზე: ძალიან დიდი წონა ჰქონდა, ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, კარგია

“ძალიან კარგია თუ დაიკლო. ცუდია როცა ერთ ადამიანს გამოარჩევ. უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ სააკაშვილი არის იქ სადაც უნდა იყოს.

“ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის… მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე წონის დაგდება. ისე, ძალიან კარგია თუ დაიკლო. ყველა ადამიანზე შემტკივა გული, მაგრამ ცუდია როცა ერთ ადამიანს გამოარჩევ. უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში.

მაგას ვინ გაუბედავს… თუ გადაყვანა ეხება ვინ არ გადაიყვანს, ასატკივარი თავი ვის აქვს. ციხიდან რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ მაგაზე საუბარი ხელისუფლებასთან ჩვენც გვქონდა. ძალიან მალე ხელისუფლებამ გადაიყვანა.

მიშაზე გეტყვით რა ხდება – ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არა. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ადამიანი არის იქ სადაც უნდა იყოს. გულსატკენია ის, რომ კანონი კი არ გვაინტერესებს, რაღაც განწყობებია ადამიანებში… ციხეს ყველა ვერ უძლებს, ეს გასაგებია”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები