შეიძინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა Extra-ზე
საოჯახო საქმეების კეთება ყველასთვის ერთნაირად საყვარელი აქტივობა შეიძლება, არ იყოს, თუმცა, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თანამედროვე საოჯახო ტექნიკის საშუალებით დღესდღეობით ბევრი რამ გამარტივებულია. მაგალითად, 90-იანებში ბებიები თეთრეულის რეცხვას რამდენიმე ეტაპად ყოფდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში მთელი დღე ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი და ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავდნენ.
დღესდღეობით მსგავსი პრობლემები სარეცხის მანქანებმა მოაგვარეს, აღარც ჭურჭლის რეცხვაა პრობლემა და აღარც სამოსის. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ სამზარეულოს წვრილ თუ მსხვილ ტექნიკაზე, ჩოფერი, ბლენდერი, ტოსტერი, მულტიფუნქციური ქვაბი ისე ეხმარება დიასახლისს კერძების მომზადებაში, თითქმის ნახევარ საქმეს უკეთებს.
ჯერ მხოლოდ სახლის დასალაგებლად ისეთი მტვერსასრუტებია წარმოდგენილი Extra.ge-ზე, ხელის განძრევის გარეშე, ღილაკზე თითის დაჭერით რომ ასუფთავებს ყველაფერს.
მაგალითად, ასეთია ჭკვიანი მტვერსასრუტები, რომელიც აპლიკაციით შეგიძლიათ, ჩართოთ, გააკონტროლოთ დასუფთავება ნებისმიერ მომენტში ან დაგეგმოთ დასუფთავების დრო. უმჯობესია, ამ ტიპის მტვერსასრუტი იყოს თხელი დიზაინის, რათა შეძლოს მაგიდის, კარადის ქვეშ „შეძრომა“ და მტვრის აღება. ერთადერთი ნაკლი, რაც ჭკვიან მტვერსასრუტს შეიძლება, ჰქონდეს, არის ის, რომ კუთხეებში დაგროვებულ მტვერს ვერ უმკლავდება, სხვა შემთხვევაში, იდეალური ვარიანტია, განსაკუთრებით – იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკავებულია, დროის პრობლემა აქვს.
გარდა ამისა, “ექსტრა”-ზე წარმოდგენილია სტანდარტული მტვერსასრუტები, ფუნქციების და მახასიათებლების მრავალფეროვნებით, Philips, Bosch, Samsung, Franko, Xiaomi და კიდევ მრავალი ბრენდი შეგიძლიათ, იხილოთ საიტზე.
თუ უფრო კომპაქტურ ვარიანტს ეძებთ, ვერტიკალური ან ხელის მტვერსასრუტი შეგიძლიათ, განიხილოთ, დიდ ადგილს არ იკავებს, მარტივია გამოსაყენებლად და სიმძლავრით არ ჩამოუვარდება მასზე უფრო დიდ ვარიანტებს.
მინიმალური დაბინძურების შემთხვევაში, მაგალითად, როცა რამე დაგეყრებათ ძირს, იქნება ეს ბურღული, შაქარი, მარილი თუ სხვა, ელექტრო ცოცხი დაგეხმარებათ პირვანდელი სისუფთავის დაბრუნებაში. ხანდახან არ არის საჭირო მტვერსასრუტის ჩართვა, რადგან ყოველდღიურ მტვერს ელექტრო ცოცხი „ამარცხებს“.
რატომ Extra?
უპირველესად იმიტომ, რომ საიტზე საოჯახო ტექნიკის ძალიან ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. გამოცდილებამ აჩვენა, რომ აქ ხარისხი ფასზე მაღალია, გემსახურებიან იდეალურად და, რაც მთავარია, 50 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთა უფასოდ მოაქვთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, “ექსტრა”-ზე შეძენილ თითოეულ პროდუქტს მოჰყვება გარანტია.
გარდა ამისა, ექსტრაზე შეგიძლია, ისარგებლო ონლაინ განვადებით, მარტივად შეავსო აპლიკაცია საიტიდან შენთვის სასურველ ბანკში და შეიძინო, რაც გაგიხარდება.
ეწვიეთ Extra.ge-ს და იმოგზაურეთ შოპინგის სამყაროში.
R