გერმანიის კანცლერი: ბუნდესვერი ევროპაში ნატოს ყველაზე დიდი არმია გახდება

გერმანიის ბუნდესვერი ევროპაში ნატოს უდიდესი არმია გახდება, ქვეყნის თავდაცვის ხარჯები კი გერმანიის მშპ-ს 2%-ს მიაღწევს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„დამატებით 100 მლრდ ევროს დაფინანსების წყალობით ბუნდესვერი ევროპაში ნატოს უდიდესი არმია იქნება“ – აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, ეს იქნება კონვენციონალური არმია, რომელსაც არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი – არც ბირთვული, არც ქიმიური და არც ბიოლოგიური.

შოლცმა ბუნდესვერის დასაფინანსებლად სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ განაცხადა. მაისის ბოლოს მმართველი კოალიცია და ოპოზიცია მის შექმნაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები