პანდემიამდელი ცხოვრება – იტალია ტურისტებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვას აუქმებს

იტალია 1-ლი ივნისიდან ტურისტებისთვის ყველა სანიტარიულ პროტოკოლს აუქმებს.

ამის შესახებ ATOR წერს.

ხვალიდან, აღარ იქნება საჭირო ვაქცინაციის, Covid-19-ისგან გამოჯანმრთელების ან უარყოფითი PCR ტესტის სერტიფიკატის წარდგენა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს GreenPass-ს („მწვანე სერთიფიკატი“) იტალიაში შესვლისთვის, და რომლის ვადა 31 მაისს იწურება, აღარ გაგრძელდება.

ამრიგად, ქვეყანაში შესვლა პანდემიამდელი წესების მიხედვით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები