საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პროკურატურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, საპატიო თანამშრომლის წოდებით და რანგის მინიჭებით დააჯილდოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭათ დიმიტრი ფაღავას, ნიკოლოზ ჭინკორაშვილს, ია ყიფიანს, მერი შაბაშვილს და ვახტანგ სართანიას.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პროკურატურის დღესთან დაკავშირებით, ხდება გამორჩეული თანამშრომლების წარდგენა კარიერის მართვისა და დაწინაურების საბჭოსთვის და ამ საბჭოს ფარგლებში ხდება საუკეთესოების შერჩევა. “წელსაც, შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებულად გამოიჩინეს თავი ამ პერიოდში”- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გენერალურმა პროკურორმა უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება. პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლიდან 30 მაისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები