ირაკლი კობახიძე: პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს – ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

“პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! ძლიერი პოლიცია ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო სახელმწიფოს.

პოლიციელი გმირია და ეს უამრავმა პოლიციელმა თავისი პირადი მაგალითით დაამტკიცა. დღევანდელ დღეს ვულოცავ გამორჩეულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინისტრის მოადგილეებს, თითოეულ პოლიციელს და მათ ოჯახებს!”, – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები