რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით სლავიანსკი დაბომბეს.
როგორც სოციალურ ქსელში დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ დაწერა, სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანია დაღუპული.
მისივე ინფორმაციით, 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
ასევე, დაზიანდა სკოლა და, სულ მცირე, 7 მაღალსართულიანი სახლი.
კირიენკოს თქმით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის შესახებ მისი დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge