რობერტა მეცოლა: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.
მეცოლა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პაკეტზე შეთანხმება შედგება.
„ევროკავშირს „არ შეუძლია“ შეთანხმების მიღწევა რუსეთის წინააღმდეგ ბლოკის მიერ შემოთავაზებულ სანქციების მეექვსე პაკეტზე. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება. სანქციების პაკეტები „არასოდეს არის ადვილი მისაღები“, არსებობს დიდი იმედი, რომ ევროკავშირს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც შეიძლება იყოს ეფექტური“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.