ზელენსკი: უკრაინა უარს ამბობს ევროკავშირში მისი წევრობის ალტერნატივის პოვნის მცდელობებზე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა უარს ამბობს ევროკავშირში მისი წევრობის ალტერნატივის პოვნის მცდელობებზე და სურს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ მცდელობას, მოიძებნოს რაიმე არასაჭირო ალტერნატივა უკრაინისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ თქვენნაირი. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა საჭირო კრიტერიუმს ამ სტატუსისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ის ცალკეული სახელმწიფოები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული უკრაინაში, შეიცვლიან თავიანთ აზრს და გამოავლენენ ხალხთა ერთიან ძალას, რომლებიც უპრეცედენტო უმრავლესობით დაუჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.