აშშ-ისა და ევროპის მაცხოვრებლების უმეტესობა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის მომხრეა – გამოკითხვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპელთა და ამერიკელთა უმეტესობა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის მომხრეა მაშინ, როდესაც აზიელები, ძირითადად, ამის წინააღმდეგნი არიან.
ლათინურ ამერიკაში მოსაზრებები თანაბრად გაიყო.
ამას მოწმობს ყოველწლიური Index of Democracy Perceptions-ის მონაცემები, რომელსაც The Guardian-ი ეყრდნობა.
კვლევის მიხედვით, რომელიც 52 ქვეყანას მოიცავს, 31 მათგანში მოსახლეობა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტის მომხრეა.
მათ შორისაა – ევროპის ოცი ქვეყანა, ასევე, აშშ, კანადა, იაპონია და ავსტრალია.
ყველაზე დიდი ნეგატივია პოლონელებში 87%; უკრაინელებში – 80% და დანიის მოსახლეობაში – 79%.
ერთობლივად, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას მხარს უჭერს ევროპელების 55% და აშშ-ის მაცხოვრებლების 60%.
კიდევ ოცი ქვეყნის მოსახლეობა, მათ შორის, ორი ევროპული ქვეყანა – უნგრეთი და საბერძნეთი, ასევე, ჩინეთი, ისრაელი და თურქეთი რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების მომხრეა. ასეთი 71%-იანი განწყობაა ჩინეთში.