რუსმა ოკუპანტებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია ფრანგი ჟურნალისტი (ფოტო)

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რომლის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა.

ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ დაწერა.

მისი თქმით, ავტომობილს 10 ადამიანი უნდა გამოეყვანა, თუმცა, ევაკუაცია შეჩერებეულია.

„ევაკუაცია ოფიციალურად შეწყდა. რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომლითაც ხალხის გაყვანა იგეგმებოდა. ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა. დღეს ჩვენს დაჯავშნულ საევაკუაციო ტრანსპორტს რეგიონიდან 10 ადამიანი უნდა გამოეყვანა, მაგრამ ის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ფრანგმა ჟურნალისტმა სასიკვდილო ჭრილობა მიიღო“, – დაწერა გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები