ხარკოვში “აზოვის” ახალი ქვედანაყოფი შეიქმნა.
ამის შესახებ UNIAN-ი კრაკენის სადაზვერვო-დივერსიული განყოფილების მეთაურის, კონსტანტინე ნემიჩევის ტელეგრამის არხზე დაყრდნობით იტყობინება.
„ხარკოვში ოფიციალურად ჩამოყალიბდა „აზოვის“ ქვედანაყოფი. ეს არის კიდევ ერთი ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფი, რომელიც იმოქმედებს ხარკოვის რეგიონში და ჩვენს მიწას გაათავისუფლებს,“ – წერს ნემიჩევი.
მისი ინფორმაციით, ახალი ქვედანაყოფის მეთაურად ანატოლი სიდორენკო დაინიშნა.
სპეცდანიშნულების რაზმი “აზოვი” უკრაინის ეროვნული გვარდიის აღმოსავლეთ ოპერატიულ-ტერიტორიული გაერთიანების ქვედანაყოფია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge