ნეპალში, ავიაკატასტროფის ადგილზე 14 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი

ნეპალში, 29 მაისს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილზე 14 დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ამის შესახებ ავიაკომპანია Tara Air-ის წარმომადგენელმა, სუდარშან ბართაულუმ განაცხადა.

„ცხედრები ავიაკატასტროფის ადგილიდან 100 მეტრის რადიუსშია მიმოფანტული, მათ სამძებრო-სამაშველო ჯგუფი ეძებს“, – განუცხადა მან გამოცემა Kathmandu Post-ს.

მისი თქმით, თვითმფრინავი მთას დაეჯახა და დაიშალა.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 22 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, ფოხარას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში გაუჩინარდა. მისი სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილზე ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა, ოპერაცია თავდაპირველად უამინდობის, შემდეგ კი დაღამების გამო გადაიდო.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ეკიპაჟის შემადგენლობაში სამი ადამიანი შედიოდა. მგზავრებს შორის იყო 16 ნეპალელი, ოთხი ინდოელი და ორი გერმანელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები