იმსჯელებენ თუ არა სტრასბურგში მერაბიშვილის საქმეზე – ადვოკატმა განაცხადი უკვე დაარეგისტრირა
ყოფილი პრემიერის ადვოკატები სამართლებრივ დავას სტრასბურგში გააგრძელებენ. ევროპულ სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა განაცხადი უკვე დაარეგისტრირა. ევროპული სასმართლო საქართველოს პროკურატურისაგან მასალების მიღებას ელოდება. საქართველოს სახელმწიფომ დოკუმენტები ევროპულ სასამართლოს უახლოეს თვეებში უნდა წარუდგინოს. მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლო საგამოძიებო ორგანოს მასალებს მიიღებს და შეისწავლის, ცნობილი გახდება, იმსჯელებენ თუ არა სტრასბურგში საქართველოს ყოფილი პრემიერის საქმეზე.