დუმას სპიკერი: ბაიდენი და ზელენსკი შესაძლოა ისტორიაში შევიდნენ, როგორც პლანეტაზე “გოლოდომორის” შემქნელები
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა აცნობიერებდნენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიაში შევლენ როგორც პრეზიდენტები, რომლებმაც პლანეტაზე “გოლოდომორი” მოაწყვეს – განაცხადა დუმას სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
„ბაიდენი და ზელენსკი უნდა აცნობიერებდნენ მიმდინარე მოვლენების შედეგებს უკრაინაში… მარცვლეულის შემოტანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამის გამო თავად უკრაინა დაზარალდება… ბაიდენი და ზელენსკი თავისას მიაღწევენ – შევლენ ისტორიაში როგორც პრეზიდენტები, რომლებმაც “გოლოდომორი” მოაწყვეს“, – წერს თავის Telegram არხზე პოლიტიკოსი.
ვოლოდინმა აღნიშნა, რომ ვითარება უკრაინაში არ არის მარტივი და ბევრ მის რაიონებში არ ჩატარებულა საგაზაფხულო საველე სამუშაოები.
„ამან შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი. ევროკავშირი აკრძალავს სასუქების შეტანას რუსეთიდან და ბელარუსიდან რაც მათ დეფიციტსაც გამოიწვევს. მიღებული სანქციები არ იყო წინასწარ აწონ-დაწონილი. მათ პირველ რიგში დაარტყეს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისედაც ჰქონდა პრობლემები“, – წერს ვოლოდინი.
მან აღნიშნა, რომ ამ ქმედებებმა გამოიწვია მარცვლეულის ფასის ზრდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც.
„ყველაფერმა ამან შესაძლოა წლის ბოლოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შიმშილობა გამოიწვიოს“, – აღნიშნა ვოლოდინმა.