იაპონიამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 166 მილიონი დოლარი გამოყო

იაპონიის ხელისუფლებამ უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 166 მილიონი დოლარი გამოყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

„27 მაისს იაპონიის ხელისუფლებამ დაახლოებით 166 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენx უკრაინამ ტოკიოში გაეროს დახმარებით გააგზავნა მოთხოვნა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების, წამლების, სამედიცინო პროდოქტის და სხვა მსგავსი ნივთების ტრანსპორტირებისთვის, რაც უკრაინას სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები