ბაიდენმა პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობის განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ მან აშშ-ს საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი თავს ესხმის სკოლებს, საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, მუზეუმებს… თავს ესხმის მხოლოდ ერთი მიზნით, რომ უკრაინელი ხალხის კულტურისა და იდენტობა გაანადგუროს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში გენოციდის აშკარა პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

ზელენსკის თქმით, რუსების მიზანია, რომ დონბასში რაც შეიძლება მეტი ქალაქი აქციონ ნანგრევებად, როგორც ეს ქალაქ მარიუპოლში გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები