პენტაგონში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ წავა

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე არ წავა.

ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე თქვა, პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა: გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – აღნიშნა კირბიმ.

მისივე თქმით, პუტინი არ ავლენს საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების ინტერესს.

„პირიქით, მან აჩვენა, რომ მზად არის დონბასში ომის გასაგრძელებლად: ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის გაყვანას და საჰაერო თავდასხმების განხორციელებას უკრაინის პატარა ტერიტორიაზე“, – დასძინა პენტაგონის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები