უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საბჭო გმობს ომს და თანაგრძნობას უცხადებს ომში დაზარალებულებს. ჩვენ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით. საბჭომ მიიღო შესაბამისი ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში, რაც მოწმობს სრულ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.