საქართველოს თავდაცვის მინისტრი 15-16 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მიიწვიეს

15-16 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

შეხვედრაზე, რომელიც 15 ივნისს სამუშაო ვახშამით გაიხსნება, ევროკავშირთან ერთად, საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.

აღნიშნულ შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. ის მედიისთვის დახურული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები