ოლაფ შოლცი: პუტინის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგაცაა მიმართული

პუტინის ომი არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგაცაა მიმართული, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას და კათოლიკურ ეკლესიას გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ ღირებულებებისა და რწმენის წინააღმდეგ, რომლებიც აყალიბებენ და განსაზღვრავენ საზოგადოებას ევროპაში: დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის ღირსება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა და დასძინა, რომ უკრაინიდან 800,000 ლტოლვილი ახლა გერმანიაში ჩავიდა.

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, თავი დააღწიოს თავის ცინიკურ და არაადამიანურ ომს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები