“მარიუპოლში ხალხს წყლისა და საკვების მიღების სანაცვლოდ ნანგრევების გაწმენდას აიძულებენ” – მერის მრჩეველი
რუსი ოკუპანტები მარიუპოლში ადგილობრივ მოსახლეობას ნანგრევების გაწმენდას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის მიწოდების გაუქმებით ემუქრებიან.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მარიუპოლისთვის წყლის მიწოდება ორ დღეში ერთხელ მოხდება. ამავდროულად, საოკუპაციო ხელისუფლება მარიუპოლის მცხოვრებლებს აიძულებს ნანგრევების გაწმენდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყლის მიწოდების საერთოდ გაუქმებით ემუქრებიან. უწევთ მუშაობა საკვების სანაცვლოდ. მუშაობა წყლის სანაცვლოდ. ოკუპანტების კიდევ რა გამოგონებები უნდა შეასრულონ მარიუპოლის მცხოვრებლებმა? გაბრაზება. უბრალოდ, გაბრაზება“, – წერს ანდრიუშჩენკო.