გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას 4031 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის 200-მდე ბავშვია.
აღინიშნება, რომ მათი უმეტესობა დაღუპულია “ფართო მოქმედების ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, როგორიცაა მძიმე არტილერია ან საჰაერო დარტყმები”.
თუმცა, OHCHR-ში მიაჩნიათ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად დიდია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge