ჯანმო “მაიმუნის ყვავილის” გამო მოგზაურობებზე შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციას არ გასცემს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ,,მაიმუნის ყვავილის,, გამო ქვეყნებს მოგზაურობებზე შეზღუდვების დაწესებას არ ურჩევს.

ამის შესახებ ჯანმო-ს განსაკუთრებულად საშიში ინფექციებისთვის გლობალური მზადყოფნის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, სილვი ბრიანმა განაცხადა.

”ჩვენ არ გირჩევთ მოგზაურობის აკრძალვების ან შეზღუდვების დაწესებას”, – თქვა მან ბრიფინგზე.

ექსპერტის თქმით, ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ადეკვატური საპასუხო ზომები მაიმუნების ყვავილის გავრცელებაზე და, უპირველეს ყოვლისა, საუბარია ინფიცირებულთა კონტაქტების მონიტორინგზე, ასევე, მათ იზოლაციაზე.

ამასთან, ჯანმო-ს გადაუდებელი დახმარების პროგრამის სამდივნოს ხელმძღვანელმა, როზამუნდ ლუისმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ,,მაიმუნის ყვავილის,, ამ აფეთქების გამო მასობრივი ვაქცინაციის აუცილებლობას ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები