რუსეთმა ხუთი ხორვატიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა ხუთი ხორვატიელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ქმედება ხორვატიის მიერ რუსეთის საელჩოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევებას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოების გამო აპრილში ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება უბრძანა.