გლდანში, ტაბატაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები მარინა ტაბატაძის ქუჩაზე შესრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით, 257 000 ლარი დაიხარჯა.

ტაბატაძის ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს. შესრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები