რუსლან აბაშიძე გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალურ გამოფენას დაესწრო

ხელოვნების სასახლეში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალური გამოფენა გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეო ქართული გახმოვანებით, ასევე გამოტანილი იყო რომის ოპერის არქივში დაცული ნამუშევრების ფოტოასლები.

გამოფენა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გახსნეს.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ მიმართა, რომელმაც იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატის, გიორგი აფხაზის შესახებ ისაუბრა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის გიორგი აფხაზის სახელობის სტიპენდია დაწესდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები