პირობები, რომლებსაც ზელენსკი დაზავებისთვის აყენებს, იდიოტიზმამდე კატეგორიული და პრინციპში შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.
მისი თქმით, ზელენსკი მოითხოვს დონბასი და ყირიმი კვლავ უკრაინის გახდეს მაშინ, როდესაც იქ მცხოვრები ადამიანების ნება მისთვის ცნობილია.
„პირობები, რომლებსაც ზელენსკი დაზავებისთვის აყენებს, იდიოტიზმამდე კატეგორიული და პრინციპში შეუძლებელია. ის მოითხოვს დონბასი და ყირიმი კვლავ უკრაინის გახდეს, თითქოს არ იცის მანდ მცხოვრები ხალხის ნება. დონბასიდან ჯარების სრულად გაყვანა, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხალხის რეპრესიების შესაძლებლობა დარჩეს. და შემდეგ, ალბათ, დაიწყებს რაღაცაზე შეთანხმებას. ულტიმატუმები ლამაზად მხოლოდ ქაღალდზე ჟღერს. მათ, როგორც წესი, ძალის პოზიციიდან აყენებენ და არა აშკარა სისუსტის. გამარჯვების მომენტში და არა დამარცხების. ფხიზელ მდგომარეობაში და არა ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ“, – აცხადებს მედვედევი.